spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოვარდნის შემდეგ ისრაელის ავიაკომპანია El Al რუსეთში ფრენებს აჩერებს

აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოვარდნის შემდეგ ისრაელის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა El Al-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თელ-ავივსა და მოსკოვს შორის რეისები მომდევნო კვირის განმავლობაში არ შესრულდება.

“მომდევნო კვირას სიტუაცია ხელახლა შეფასდება, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რეისების განახლების შესახებ“, – განაცხადეს კომპანიაში.

“აზერბაიჯანის ავიახაზების“ ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 25 დეკემბერს ყაზახეთში საგანგებო დაშვებისას ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. სხვადასხვა მედიასაშუალების მრავალი წყაროს ინფორმაციით, გროზნოს რაიონში თვითმფრინავს სავარაუდოდ, რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები