spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“აზოვის” ხელმძღვანელი – “აზოვსტალი” თითქმის მთლიანად განადგურებულია

მარიუპოლის ქარხანა “აზოვსტალი” დაბომბვის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურებულია, – ამის შესახებ ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელმა სვიატოსლავ პალამარიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსები იყენებენ ყველანაირ შეიარაღებას, რაც კი აქვთ.

 

“ჩვენ გვაქვს მორალი და პრინციპები, ჩვენ არ ვარღვევთ ომის კანონებს და წესებს. ჩვენ მივმართეთ მთელ მსოფლიოს, ყველას, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება, რომ მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია, დაღუპულების გაყვანა, რომ მათი ცხედრები გადავცეთ ოჯახებს და ისინი სამხედრო პატივით დაიკრძალონ. ამ დრომდე ამისთვის არაფერი გაკეთებულა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამოვიყენებთ ყველა ტყვიას, რომელიც გვაქვს. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით სიტუაცია, მაგრამ „აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის სრულადაა დაბომბილი. იქ ხალხი ნანგრევებში იმყოფება. ჩვენ ისინი გამოგვყავს“, – განაცხადა სვიატოსლავ პალამარიმ „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები