spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“აზოვის“ მეთაური – “აზოვსტალიდან” მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია შემდგომი გაცვლის პირობით განხორციელდა

“აზოვის“ მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ დენის პროკოპენკოს განცხადებით, „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლის პირობით და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანით.

 

“უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები.

 

ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება – მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლის პირობით და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანით. 

 

რაც შეეხება დაღუპულ გმირებს, პროცესი გრძელდება. და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს პატივით დაკრძალოს თავისი გმირები“, – განაცხადა პროკოპენკომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები