ასეთი რაოდენობა ემიგრანტების და მათი რეგისტრაციის არც ერთ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა და არის საოცარი აქტივობა. გუშინ დასრულდა რეგისტრაციის ეტაპი და ჩვენ სამჯერ მეტი დარეგისტრირებული გვყავს, ვიდრე იყო 2020 წელს, – ამის შესახებ “ემგიდის” დამფუძნებელმა, იურისტმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა
მისივე თქმით, 9 აგვისტოს მდგომარეობით საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილის ხელმძღვანელობით, საკონსულო აღრიცხვაზე იდგა 67300 ამომრჩეველი, აგვისტოს შემდეგ მათმა ორგანიზაციამ რამდენიმე ათასი ემიგრანტი დაარეგისტრირა და 26 სექტემბერს ცესკომ გამოაცხადა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დგას ხმის მიცემის უფლების მქონე 65000 ამომრჩეველი.
“ასეთი რაოდენობა ემიგრანტების და მათი რეგისტრაციის არც ერთ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა და არის საოცარი აქტივობა. გუშინ დასრულდა რეგისტრაციის ეტაპი და ჩვენ სამჯერ მეტი დარეგისტრირებული გვყავს, ვიდრე იყო 2020 წელს. 26 სექტემბრის შემდეგ დარეგისტრირდა 23000 ადამიანი მხოლოდ 10 დღეში. ჩვენი მოთხოვნა და ემიგრანტების მოთხოვნა იყო გახსნილიყო ისეთ ქალაქებში, სადაც არ არის საკონსულო, მაგალითად სტრასბურგში, რომელიც არის 500 კილომეტრით დაშორებული პარიზიდან და ადამიანებს 100 ევრო მაინც დაუჯდებათ ერთი ჩასვლა-ჩამოსვლა და თან 7 საათი მგზავრობა. ჩვეულებრივად შეიძლებოდა სტრასბურგში გახსნილიყო უბანი, თუმცა მოგვატყუეს, თქვეს, რომ რეგისტრაციის მისამართი ითვლებაო, სადაც საკონსულო აღრიცხვას გაივლის ანუ პარიზში და ამ დროს, სხვა ინტერვიუებში ამბობდნენ, რომ საქართველოში სიებიდან ხალხი ამოყარეს იმიტომ, რომ რეგისტრაციის მისამართი არ ჰქონდათ კონტროლირებადი. 9 აგვისტოს მდგომარეობით საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილის ხელმძღვანელობით, საკონსულო აღრიცხვაზე იდგა 67300 ამომრჩეველი და აგვისტოს შემდეგ ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე ათასი ემიგრანტი დაარეგისტრირა და 26 სექტემბერს ცესკომ გამოაცხადა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დგას ხმის მიცემის უფლების მქონე 65000 ამომრჩეველი. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ვერაგულად სიიდან ამოეყარათ ის ხალხი, რომელთაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გააჩნდათ რეგისტრაციის მისამართი. ჩვენ დაგვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა საზღვარგარეთ ხალხის გადასაადგილებლად და ამ ყველაფერში დახმარება იქნება აუცილებელი“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.