26 სექტემბერს მათ თვითონ გამოაგზავნეს წერილი, სადაც დაწერეს, რომ უბნის გახსნის რეკომენდაციას ისრაელში აძლევდნენ და ახლა ეს წერილი არის მანიპულაცია, – ამის შესახებ “ემგიდის” დამფუძნებელმა, იურისტმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ მიზანია დაიხუროს უბანი ისრაელში, რადგან ისინი ხმათა უმცირესობასაც ვერ მიიღებენ ისრაელიდან.
“26 სექტემბერს მათ თვითონ გამოაგზავნეს წერილი, სადაც დაწერეს, რომ უბნის გახსნის რეკომენდაციას ისრაელში აძლევდნენ და ახლა ეს წერილი არის მანიპულაცია. მათი მიზანია, დახურონ უბანი ისრაელში, რადგან „ქართული ოცნება“ ისრაელიდან ძალიან ცოტა ხმას ელის და ეს წინა არჩევნებზეც ვნახეთ. ამას სხვა არაფერი ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ „ოცნებამ“ იცის ხმათა უმცირესობასაც ვერ მიიღებს ისრაელიდან. პოლიტიკოსებმა ამოიღეთ ხმა ემიგრანტების საკითხებზე და არ მივცეთ ცესკოს იმის საშუალება, რომ ხმის მიცემა შეუზღუდოს მათ“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილი გაუგზავნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ კონფლიქტური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ისრაელშია, უმჯობესი იქნება, გადაიხედოს მიზანშეწონილობა საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით.