ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას ადვოკატები უერთდებიან.
განცხადება მოძრაობის წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოსთან გააკეთეს, სადაც გვარამიას საქმის განხილვა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
“საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდესს ამ ადამიანის უკანონო პატიმრობა, რომელიც უკვე მეათე თვეა, სასჯელს იხდის სრულიად უკანონოდ.
მოძრაობა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ეცდება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართოს ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ქვეყანაში პოლიტპატიმარი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ადამიანი უკანონოდ არ იხდიდეს პატიმრობას.
მოგეხსენებათ, ნიკა გვარამია მედიის დამფუძნებელთან ერთად, არის ადვოკატი, რომელიც ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას და არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და შესაბამისად, მას სოლიდარობას უცხადებენ ადვოკატები და უერთდებიან მოძრაობას”, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.