spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბაჩანა შენგელია – რაის პოლიტპატიმარი, ხომ კარგად ხართ? კრიმინალი იყო და დარჩება კრიმინალად

ბაჩანა შენგელია სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმაურება.

 

“ყველაზე კორუმპირებული კრიმინალი დააკავეს, ერთ დროს “ოცნების” რეჟიმის არქიტექტორი. ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საწოლში მოკლეს. 

 

არაერთ ბინძურ საქმესთან ასოცირდება ტიპი, ახლა დააკავეს იმიტომ, რომ ერთმანეთში რაღაცას ვერ იყოფენ და სავარაუდოდ, არც ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალსაც არ წარუდგენენ. 

 

იმის თქმა მინდა, რომ რაის პოლიტპატიმარი, ხომ კარგად ხართ?

 

კრიმინალი იყო და დარჩება კრიმინალად, იმედია, პასუხს აგებს ყველა დანაშაულზე, ოღონდ ,,ოცნებასთან” ერთად ჩადენილზეც. 

 

მოეშვით რომის პაპზე მეტად კათოლიკობას და სრა-სასახლიდან რომ გაიძახიან უკანონოდ აკავებენო, ერთი წუთით წარმოიდგინონ თუ რას გრძნობდნენ იმ ოჯახის წევრები, მძინარე ბავშვისთვის შუბლზე ტყვია რომ დაუჭედეს, ნაძირლები”, – წერს შენგელია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები