spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაჩო დოლიძე – ჩვენი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება 4, სასტარტო შემადგენლობა სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

2024 წლის არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება 4, სასტარტო შემადგენლობა კი სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ Front News-თან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

 

ბაჩო დოლიძე ადასტურებს, რომ წინასაარჩევნოდ მოლაპარაკებები ნიკა გვარამიასთანაც აქვს.

 

“2024 წლის არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება 4. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხი გადავწყვიტეთ, სხვა შემთხვევაში “ქართული ოცნება” ალბათ, ძალიან დიდ დროს მოანდომებდა და ცნობადობა ნომრისა და იდენტიფიცირება იქნებოდა რთული. 

 

ჩვენ რამდენიმე ჯგუფთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, თუ ვის შეეძლო ნორმის დათმობა და ვინ აღარ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ასე რომ, ეს საკითხი დალაგდა. ჩვენი საარჩევნო ნომერი იქნება 4. 

 

რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას, იმ ჯგუფს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ის შემადგენლობა, ვინც ჩვენთან ერთად აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში. 

 

თქვენ იცით, რომ მოლაპარაკება ბევრ ჯგუფთან მიმდინარეობს, მათ შორის ნიკა გვარამიასთან და სულ რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება სასტარტო შემადგენლობა. ამის შემდეგ კარი არ დაიკეტება არავისთვის, პირიქით, ჩვენი კარი ღია იქნება იმათთვის, ვინც მზად იქნება, ჩვენთან ერთად ეს მძიმე სამსახური გასწიოს”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები