spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაჩო დოლიძე – დარწუნებული ვარ, მოთხოვნა უნდა გადაიზარდოს რიგგარეშე არჩევნებზე

არ ვეგუებით წართმეულ არჩევნებს, დარწუნებული ვარ, მოთხოვნა უნდა გადაიზარდოს რიგგარეშე არჩევნებზე,  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

 

დოლიძის თქმით, რამდენიმე დღეში ოპოზიცია განახლებულ გეგმას წარადგენს.

 

“ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. ჩვენ ვერ დავიწყებდით საუბარს ვერც ერთ თემაზე, როდესაც ადამიანი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გვიკვდებოდა, თორემ მოთხოვნა ისევ რჩება მთავარი, რომ არ ვეგუებით წართმეულ არჩევნებს. დარწუნებული ვარ, მოთხოვნა უნდა გადაიზარდოს რიგგარეშე არჩევნებზე. რაც შეეხება გეგმებსა და სამოქმედო სვლებს, სულ რამდენიმე დღეში ჩვენს მეგობრებთან ერთად წარმოვადგენთ განახლებულ ხედვას, ადაპტირებულს დღევანდელ რეალობასთან, ამ მიმართულებით ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ. ყველაფერი გაკეთდება, რომ მიზანს მივაღწიოთ. მთავარია, დავანახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა მშვიდობიანად და არა ძალადობრივად, ამ ბრძოლას არ შევაჩერებთ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები