spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაჩო დოლიძე – ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფში შეხვედრები, მნიშვნელოვნად წინ მიიწევს პროცესი

სამუშაო ჯგუფი, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებთან დაკავშირებით საირგანიზაციო საკითხები უნდა შეიმუშაოს, ინტენსიურ რეჟიმში  საქმიანობს, – ამის შესახებ პარტიის საორგანიზაციო მდივანმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, პარტიის არჩევნები ელექტრონულ რეჟიმში ჩატარდება.

 

“ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფში შეხვედრები, ყოველ შეხვედრაზე მნიშვნელოვნად წინ მიიწევს პროცესი. ჩვენ გადავწყვიტეთ,  რომ ელექტრონული წესით იქნება არჩევნები ჩატარებული, შესაბამისად, მთავარია დაცულობა იყოს აღნიშნული პლატფორმის, და მეორე, ბევრ ადამიანს ქონდეს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში  მონაწილეობა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

 

“ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები