ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. თუ აქ ეს მევახშეები და სახელმწიფო დამჩაგრავს, წავალ სტრასბურგში და აუცილებლად გავიმარჯვებ, – აცხადებს ბადრი ესებუა “TV პირველისთვის” მიცემულ წერილობით ინტერვიუში.
“ამ წერილს საკნიდან გწერთ, მე ახლა ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ვიმყოფები. აქ როგორც რიგით პატიმარს ისე არ მექცევიან. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ და მარტო ვარ გამოკეტილი. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდები, მაგრამ მეც ბევრი მაქვს სათქმელი. სიმართლის დამტკიცების იმედი მაინც მაქვს. ისე, ხალხი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ამიტომ მათი იმედი ნამდვილად მაქვს.
სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა, მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი, ხან სოხუმში, ხან ბათუმში…
თუ რატომ წავედი შეიარაღებული ძალებიდან ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ, ოღონდ ახლა არა, ახლა ერთადერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩემი ძმა უკანონო პატიმარია და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. მათ კითხვები აქვთ ჩემთან, ამიტომ თუ რამე უნდათ მე მკითხონ და ჩემი ძმა გაათავისუფლონ…
ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. თუ აქ, ეს მევახშეები და სახელმწიფო დამჩაგრავს, წავალ სტრასბურგში და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩვენს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა და მე ამას აუცილებლად შევებრძოლები”, – აცხადებს ესებუა.