spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ესებუა – ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეუფარდა, რადგან ის უკვე პატიმრობაშია.

 

ესებუა სხდომას დისტანციურად ესწრებოდა.

 

“მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან “სკაიპით”. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. 

 

ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს”, – განაცხადა ესებუამ.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 30 მარტს ჩაინიშნა.

 

ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები