spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლების უზურპატორებს, გააგრძელონ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების ფეხქვეშ გათელვა

ჩვენ ვართ ოთხი კოალიციური ცენტრი, რომლებმაც მიიღეს მანდატი საზოგადოებისგან, ეს გამოჩნდა ეგზიტპოლებში, როდესაც დამაჯერებლად იქნა დამარცხებული „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს რეალური ციფრები იქნა დამახინჯებული თავად “ქართული ოცნების“ მიერ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს და არ მისცეს საშუალება ხელისუფლების უზურპატორებს, რომ ფეხქვეშ გათელოს მათი უფლებები.

“ჩვენ ვართ ოთხი კოალიციური ცენტრი, რომლებმაც მიიღეს მანდატი საზოგადოებისგან, ეს გამოჩნდა ეგზიტპოლებში, როდესაც დამაჯერებლად იქნა დამარცხებული „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს რეალური ციფრები იქნა დამახინჯებული “ქართული ოცნების“ მიერ და მათ მიიტაცეს ის გამარჯვება, რაც ქართველმა ხალხმა მისცა პროდასავლურ, კოალიციურ ცენტრებს. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, კოორდინაციები გვქონდეს მუდმივად ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ქართველი ხალხის ნების ასასრულებლად, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას, ასევე ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ფუნდამენტური ნება. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და არ მივცეთ საშუალება ხელისუფლების უზურპატორებს, რომ გააგრძელონ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების ფეხქვეშ გათელვა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები