ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯები ემსახურება “ქართული ოცნების” იძულებას მშვიდობისკენ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ავტორიტარული რეჟიმი ჰყავს, რომელიც ემსგავსება ასადის რეჟიმს.
“დღეს ჩვენ გვყავს ავტორიტარული დე ფაქტო რეჟიმი, რომელიც ატარებს ყველა იმ თვისებას, რომელიც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ამიტომ არის მსგავსება ასადის რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის.
ცხადია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯები ემსახურება “ქართული ოცნების” იძულებას მშვიდობისკენ, რომ სანქციებმა აიძულოს “ქართული ოცნება”, რომ გაიგონოს მისი თანამოქალაქეების ხმა და ახალი არჩევნები ჩანიშნოს იმისათვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.