spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ოთხივე კოალიცია გაერთიანდეს და პრეზიდენტმა შეასრულოს გამორჩეული როლი

ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ოთხივე კოალიცია გაერთიანდეს და პრეზიდენტმა შეასრულოს გამორჩეული როლი, რადგან ეს ერთიანობა არის დაკვეთა საზოგადოებისგან და დასავლელი პარტნიორებისგან, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ტიპის დაშინება არ შეაჩერებს მოქალაქეებს, რადგან ისინი ითხოვენ ფუნდამენტურ უფლებას, რომ იყოს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები.

“ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად იდგნენ მელიქიშვილზე და მოხდა მათი დარბევა. არანაირი საჭიროება ამ თავ-პირის მტვრევის, რაც მოაწყო პოლიციამ არ არსებობდა, ამიტომ ეს გამოიწვევს უფრო მეტ პროტესტს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ტიპის დაშინება არ შეაჩერებს მოქალაქეებს, რადგან ისინი ითხოვენ ფუნდამენტურ უფლებას, რომ იყოს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები. ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ოთხივე კოალიცია გაერთიანდეს და პრეზიდენტმა შეასრულოს გამორჩეული როლი, რადგან ეს ერთიანობა არის დაკვეთა საზოგადოებისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. ჩვენ პრეზიდენტის გეგმას სრულებით მხარს ვუჭერთ, მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სწორი გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელშიც შეგვიყვანა “ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები