ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეებისგან და ჩვენ ვალდებული ვართ, მათთან უშუალო საუბრისას მივიღოთ გადაწყვეტილება შემდეგ ნაბიჯებთან მიმართებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ოფცია არსებობს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში მანდატების შეყვანასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე პოზიცია უცვლელი აქვთ.
“ჩვენ ამწუთას ამ თემას არ განვიხილავთ, ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, განხილვის საგანი. ეს არის ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილება და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვერსიას.
ჩვენი პოზიცია არის საყოველთაოდ ცნობილი, რომ ჩვენ მობილიზებული ვართ, დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეებისგან და ჩვენ ვალდებული ვართ, მათთან უშუალო საუბრისას მივიღოთ გადაწყვეტილება შემდეგ ნაბიჯებთან მიმართებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ოფცია არსებობს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.