spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – დღევანდელი მშვიდობიანი პროტესტი არის პროტესტების ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი

დღევანდელი მშვიდობიანი პროტესტი არის პროტესტების ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. გეგმა განხორციელების პროცესშია, ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით უკვე,  – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტის მეშვეობით უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

“გეგმა განხორციელების პროცესშია, ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით უკვე. პირველ რიგში, ვამხილეთ გაყალბების სქემა, ამავდროულად ყველა ნაბიჯი გადავდგით სამართლებრივი. ყველამ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას.

რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ეს არის შემადგენელი იმისა, რომ არჩევნები არ იქნეს მიტაცებული და შესაბამისად, ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ამიტომ, დღევანდელი მშვიდობიანი პროტესტი არის ამ პროტესტების ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა  ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ, რომლის მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები