ძალიან კმაყოფილი ვარ იმ წინსვლით, რომელიც იქნა მიღწეული და იმედი მაქვს, რომ ასეთივე სულისკვეთებით მივიყვანთ ამ მოლაპარაკებებს ბოლომდე, იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” დამარცხება არის მთავარი ამოცანა ქვეყნის გადასარჩენად, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების დაკვეთაა მეტად კონსოლიდირებული ოპოზიცია.
“ძალიან კმაყოფილი ვარ იმ წინსვლით, რომელიც იქნა მიღწეული და იმედი მაქვს, რომ ასეთივე სულისკვეთებით მივიყვანთ ამ მოლაპარაკებებს ბოლომდე, იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” დამარცხება არის მთავარი ამოცანა ქვეყნის გადასარჩენად. ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ახლა პირადი წყენები, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავწიოთ. თვითონ პრეზიდენტის მხრიდანაც მოლაპარაკებებზე ასეთი მხარდაჭერა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თვითონ ამ მოლაპარაკებებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებას სურს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდირება ოპოზიციის შიგნით. კონსოლიდაციის დაკვეთა კი საზოგადოებისგან მომდინარეობს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ მიზნით, რომ ძალიან დიდი სხვაობით დამარცხდეს “ქართული ოცნება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.