spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – ელჩთან ერთად განვიხილეთ ის ვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა

2 საათის განმავლობაში ჩვენ ელჩთან ერთად განვიხილეთ ის ვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, ის სამუშაო, რომელიც ოპოზიციამ გასწია, ის გეგმები, რომელიც ოპოზიციას გააჩნია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს.

“2 საათის განმავლობაში ჩვენ ელჩთან ერთად განვიხილეთ ის ვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, ის სამუშაო, რომელიც ოპოზიციამ გასწია, ის გეგმები, რომელიც ოპოზიციას გააჩნია, ის მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი ამ ისტორიულ მომენტში ევროკავშირის მხრიდან საჭიროებს.

დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს, მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, ძალიან აქტიური განხილვა მიმდინარეობს ევროკავშირში იმ ვითარების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა, იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც “ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიტაცებული. ეს განხილვა არის მუდმივი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იყო, თუმცა როგორც თავად ოპოზიციონერები აცხადებენ, ელჩს არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციები მიაწოდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები