spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – ეს პროტესტი გაგრძელდება, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე

ეს პროტესტი გაგრძელდება, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე, ისინი არიან პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ხალხის პროტესტი შეჩერდება.

“ეს პროტესტი გაგრძელდება, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე, ისინი არიან პოლიტპატიმრები. ეს აქციები არის თვითორგანიზებული და ცხადია, ჩვენი მოქალაქეები არ შეეგუებიან ჩვენი ქვეყნის დაკარგვას და არჩევნების უფლებების წართმევას, ამიტომ, რამდენ დროსაც მოითხოვს, გაგრძელდება ეს პროტესტი.

მათ აქვთ ლეგიტიმური მოთხოვნები და ემსახურება სახელმწიფოს შენარჩუნების მიზანს, ამიტომ, რა იმედიც არ უნდა ჰქონდეს “ქართულ ოცნებას” რომ ეს პროტესტი შეჩერდება, ეს შეჩერდება მხოლოდ მაშინ, როცა დაინიშნება ახალი არჩევნები და გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები