ვეთანხმები პირველ ნაწილს განცხადების, რომ საჭიროა გამოძიების დაწყება, მაგრამ გამოძიება უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციამ და საქართველოს პროკურატურას არც რეპუტაცია აქვს და არც ნდობა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ. ასეთი არის ევროკავშირის სათანადო ქვედანაყოფი.
“ვეთანხმები პირველ ნაწილს განცხადების, რომ საჭიროა გამოძიების დაწყება, მაგრამ გამოძიება უნდა ჩაატაროს დამოუკიდებელმა, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციამ და საქართველოს პროკურატურას არც რეპუტაცია აქვს და არც ნდობა. გამოძიება უნდა ჩატარდეს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ. ასეთი არის ევროკავშირის სათანადო ქვედანაყოფი. რა უშლის ხელს იმას, რომ ევროკავშირის სათანადო ქვედანაყოფმა, რომელსაც აქვს გამოცდილება ჩაატაროს გამოძიებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩაატაროს ეს გამოძიება და მის მოპოვებული ინფორმაცია იქნება მაქსიმალური სანდოობის მქონე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას სთხოვს.