დღეს გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ცხადია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელახალი არჩევნები თავიდან აარიდებს ქვეყანას შემდგომ ესკალაციას.
“ის, რომ ისინი კრიტიკულ შეფასებებს აკეთებენ “ქართული ოცნების”, ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანები რჩებიან ჩვენი ხალხის ერთგული. ეს კრიტიკული შეფასებები არის ობიექტური და ის ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი. დღეს გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ცხადია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით.
ეს თავიდან აგვარიდებს შემდგომ ესკალაციას. ამ გადაწყვეტილების გაწელვა, “ქართული ოცნების” მიერ თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ. დაგეგმილია პრეზიდენტთან შეხვედრაც.