spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – ჯერ ორი ხმა გვაკლია, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესის დასაწყებად 49 ხმა გვაქვს

ჯერ ორი ხმა გვაკლია, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესის დასაწყებად 49 ხმა გვაქვს, – აცხადებს „ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე.

 

ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

 

“რატომაც არა, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ გვქონია; ასევე, შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც. დღეს გიორგი ვაშაძეზე გაიჟღერა – რატომაც არა? უნდა განვიხილოთ სხვადასხვა კანდიდატები. დისკუსია გახსნილი გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან, ვიხილავთ სხვადასხვა კონფიგურაციებს, ჯერ ორი ხმა გვაკლია, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესის დასაწყებად 49 ხმა გვაქვს.

 

იმედი მაქვს, ერთი პოლიტიკური ჯგუფი მაინც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს უნდობლობის პროცედურის დაწყებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები