spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – კარგია, რომ ხალხმა დაინახა რა ტიპის რეჟიმთან აქვს საქართველოს საქმე

ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად ცდილობს, აჩვენოს სამყაროს, რომ მას შეუძლია, მისი პარტიის წევრებს, როგორც მას სურს, ისე მოექცეს, გადაანაცვლოს იქ, სადაც მას სურს, გადმოანაცვლოს და ხაზგასმით ეუბნება ყველას, რომ ეს ადამიანები არიან ჩემს მიმართ დაქვემდებარებული პირები და მათ განვკარგავ ისე, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა საზოგადოებას თავისი სახე და კარგია, რომ ხალხმა დაინახა რა ტიპის რეჟიმთან აქვს საქართველოს საქმე.

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე არალეგიტიმური პროცესი და არალეგიტიმურად მიმდინარეობს პრეზიდენტის არჩევის პროცესი, შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს, იქნება არალეგიტიმური. ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად ცდილობს, აჩვენოს სამყაროს, რომ მას შეუძლია, მისი პარტიის წევრებს, როგორც მას სურს, ისე მოექცეს, გადაანაცვლოს იქ, სადაც მას სურს, გადმოანაცვლოს და ხაზგასმით ეუბნება ყველას, რომ ეს ადამიანები არიან ჩემს მიმართ დაქვემდებარებული პირები და მათ განვკარგავ ისე, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ. ცხადია, ივანიშვილს, რომ არ მოსწონდეს, რასაც აკეთებს მის მიერ წამოყენებული, არალეგიტიმური კანდიდატი, არ აირჩევდა. მას ყველაფერი მოსწონდა, ყველა სიტყვა, ყველა ნაბიჯი და შესთავაზა პრეზიდენტობა. ივანიშვილმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა საზოგადოებას თავისი სახე და კარგია, რომ ხალხმა დაინახა რა ტიპის რეჟიმთან აქვს საქართველოს საქმე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები