spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც “ქართული ოცნების” ნების ბრმად აღმსრულებელია

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის “ქართული ოცნების” ნების ბრმად აღმსრულებელი, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაუკვეთა და კერძოდ, კობახიძემ, როგორც ოცნების თავმჯდომარემ და ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის ქართული ოცნების ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” ეს მცდელობა, გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან, ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ და რომელიც დღეს გაახმოვანა, სამწუხაროდ, “ქართული ოცნებისთვის” დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია.

 

გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის – ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები