spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – სწორედ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც უპირისპირდება “ქართული ოცნების” მცდელობას, რომ გახლიჩოს საზოგადოება

სწორედ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც უპირისპირდება “ქართული ოცნების” მცდელობას, რომ გახლიჩოს საზოგადოება და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორედ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან გააჟღერა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს პროქართული ძალების გაერთიანება ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. სწორედ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც უპირისპირდება “ქართული ოცნების” მცდელობას, რომ გახლიჩოს საზოგადოება და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორედ გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა  ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები დღეს დაიწყო.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები