25 ნოემბერს ვერ მოხდება ამ თავყრილობის ლეგიტიმაცია, ეს განაცხადა პრეზიდენტმა, რომ არჩევნები არ შედგა და პარლამენტის პირველი სხდომა უნდა მოეწვია ზურაბიშვილს, რასაც არ აპირებს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პაპუაშვილი ცრუობს, როცა თქვა, რომ ელჩები არ მიუწვევიათ ყრილობაზე, რადგან იცოდა, რომ ბევრი ელჩი არც მივიდოდა და გამოსავალი მოიფიქრეს ასეთი სახით.
“25 ნოემბერს ვერ მოხდება ამ თავყრილობის ლეგიტიმაცია, ეს განაცხადა პრეზიდენტმა, რომ არჩევნები არ შედგა და პარლამენტის პირველი სხდომა უნდა მოეწვია ზურაბიშვილს, რასაც არ აპირებს. ეს თავყრილობა, რომელიც 25-ში იგეგმება არის “ქართული ოცნების“ პარტიული თავყრილობა. რა თქმა უნდა, პროტესტი ექნება საზოგადოებას, რადგან ეს არის თვითმარქვია ორგანო, მაგრამ ის, რომ 25-ში მოხდება თავყრილობის რაიმენაირი ლეგიტიმაცია, ეს არ არის სწორი, ვერ მოხდება არალეგიტიმური ორგანოს ლეგიტიმაცია მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იკრიბებიან. მე გამოვრიცხავ, რომ 25-ში იქ ვინმე იყოს ოპოზიციიდან, ასეთი ტიპის გაყალბება და მიტაცება საარჩევნო პროცესის საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, შესაბამისად ასეთი ფორმირებული ორგანო ვერ იქნება უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიული თავყრილობა. პაპუაშვილი ცრუობს, როცა თქვა, რომ ელჩები არ მიუწვევიათ სხდომაზე, რადგან იცოდა, რომ ბევრი ელჩი არც მივიდოდა და გამოსავალი მოიფიქრეს ასეთი სახით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.