spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაღდათში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრი დაკრძალეს

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრი – ტყუპი დები ანი და ქეთი, 16 წლის დათო და მათი მამა გია რობაქიძე საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

ცხედრები დილიდან ბაღდათის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

 

ოჯახიდან დარჩა მხოლოდ დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა და სამშობლოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.

 

სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

 

ორი დაღუპული – დედა-შვილი გუშინ დაკრძალეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები