spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაია პატარაია – სამწუხაროდ, ფემიციდის რიცხვი ისევ იზრდება და ეს პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების უმოქმედობასთან

ქალთა საკითხები აღარ არის საინტერესო და აქტუალური საკითხი “ქართული ოცნებისთვის”, პირიქით ისინი ებრძვიან სიტყვა გენდერსაც და თანასწორობასაც, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მომატებულია სიძულვილის ენა ქალების მიმართ და განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალების მიმართ.

“სამწუხაროდ, ფემიციდის რიცხვი ისევ იზრდება ბოლო ორი წლის განმავლობაში და ეს პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების უმოქმედობასთან. ქალთა საკითხები აღარ არის საინტერესო და აქტუალური საკითხი “ქართული ოცნებისთვის”, პირიქით ისინი ებრძვიან სიტყვა გენდერსაც და თანასწორობასაც. განსაკუთრებით მომატებულია სიძულვილის ენა ქალების მიმართ და განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალების მიმართ”, – განაცხადა პატარაიამ.

18 სექტემბერს მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე  მოკლეს. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცია დაკავებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები