ალექსეი ნავალნის სიკვდილი ამერიკელებს შეახსენებს, თუ რა დევს სასწორზე და რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა უკრაინის დაფინანსება აუცილებლად უნდა გააგრძელოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“ეს ტრაგედია გვახსენებს, რა დევს სასწორზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დაფინანსება, რათა უკრაინამ დაიცვას თავი პუტინის საშინელი აგრესიისგან. მისი დანაშაულებისგან”, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, სენატმა ამ კანონპროექტს უმრავლესობით დაუჭირა მხარი, ისტორია აკვირდება წარმომადგენელთა პალატას და თუ აშშ ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერას ვერ შეძლებს, ისტორია ამას არ დაივიწყებს.
“დრო მიდის. დრო იწურება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს პუტინთან”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.