აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტით ჩავიდა. მისი თვითმფრინავი უკვე დაეშვა თელ-ავივში.
თელ-ავივში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თავიდან აიცილებს ომის კიდევ უფრო დიდ კონფლიქტში გადაზრდას.
ასევე იგეგმებოდა ბაიდენის ვიზიტი იორდანიაშიც, მაგრამ არაბ ლიდერებთან შეხვედრა გაუქმდა.