spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაიდენი კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად დამატებით დაფინანსებას სთხოვს

თეთრმა სახლმა კონგრესს უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა სთხოვა.

 

როგორც თეთრ სახლში განმარტეს, “ჰამასის” ტერაქტის შემდეგ ბაიდენმა მკვეთრად გაზარდა ისრაელის ხალხის უსაფრთხოების, დაზვერვისა და დიპლომატიური მხარდაჭერა.

 

ახალი მოთხოვნა უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოების მნიშვნელოვან დახმარებას და მხარს დაუჭერს ისრაელის ძალისხმევას მძევლების გასათავისუფლებლად.

 

ასევე, დამატებითი მოთხოვნა საშუალებას მისცემს უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობისა და იარაღის მომზადებას.

 

ამერიკული მედიის ცნობით, მოთხოვნის ოდენობა $105 მილიარდია – 61,4 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის; $14,3 მილიარდი ისრაელისთვის, მათ შორის $9,15 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვის; $7,4 მილიარდი ტაივანისთვის და ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის; $13,6 მილიარდი აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოებისთვის.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები