აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომავალ არჩევნებში თავის კონკურენტზე, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპზე იხუმრა. ამერიკის ლიდერმა მოწინააღმდეგის ასაკზე მიუთითა.
ბაიდენმა შესაბამისი განცხადება Gridon Club-ის სადილზე გააკეთა, რომელიც ვაშინგტონში 1880 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ყველა ამერიკელმა პრეზიდენტმა მისი ვადის განმავლობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
ღონისძიებას 650-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ირლანდიის პრეზიდენტი, Amazon-ის დამფუძნებელი და Washington Post-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი, TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი ცუ ჩუ შოუ.
“ერთი კანდიდატი (აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე) ძალიან მოხუცი და მენტალურად შეუფერებელია პრეზიდენტობისთვის. მეორე მე ვარ”, – განაცხადა 81 წლის ბაიდენმა 77 წლის ტრამპის შესახებ.
ბაიდენმა 10-წუთიან გამოსვლაში ასევე მედიაზე, ტრამპის განცხადებებზე და უკრაინის ომზე ისაუბრა.
“ჩვენ არ დავხრით თავს, არც უკრაინელები დახრიან თავს, მე არ დავხრი თავს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
უკრაინის ომზე აშშ-ის პრეზიდენტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასსაც ესაუბრა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე მთავარი კანდიდატები არიან მოქმედი ლიდერი ჯო ბაიდენი (დემოკრატი) და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (რესპუბლიკელები).