spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაიდენი – რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავიწყებთ უკრაინისთვის იმ დახმარების გაგზავნას, რომელიც მას სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი, 1 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი გამოაცხადა.

 

“ეს კარგი დღეა ამერიკისთვის, ეს კარგი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ახლახან მოვაწერე ხელი კანონპროექტს, რომელიც ეხება უსაფრთხოების დახმარებას. ეს გახდის ამერიკას უფრო უსაფრთხოს, ის გახდის მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს. ეს უზრუნველყოფს ჩვენს პარტნიორების დახმარებას, რათა მათ დაიცვან თავი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

 

ბაიდენის თქმით, ეს დახმარება ასევე არის ინვესტიცია აშშ-ის საკუთარ უსაფრთხოებაში. “თუ ჩვენი მოკავშირეები გახდებიან უფრო უსაფრთხო და ძლიერები, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით“, – აღნიშნა მან.

 

მისივე თქმით, ახლა ამერიკა გაუგზავნის უკრაინას იმ დახმარებას, რომელიც მათ საბრძოლველად სჭირდება.

 

“მომავალი რამდენიმე საათის განმავლობაში, ფაქტობრივად რამდენიმე საათში, ჩვენ დავიწყებთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის და ჯავშანტექნიკის გაგზავნას“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები