რუსეთი “აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ” იქცევა ატომური იარაღის გადაადგილებასთან, მათ შორის ბელარუსისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“ეს არაერთხელ მითქვამს – აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა“, – განაცხადა მან.
გასულ თვეში რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. კერძოდ, კრემლი გეგმავდა მინსკისთვის “ისკანდერ-მ” სარაკეტო სისტემის გადაცემას, რომელსაც ბირთვული ქობინის რაკეტების გაშვება შეუძლია. თუმცა, ბირთვულ იარაღზე კონტროლი მაინც უნდა დარჩეს რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკვე დაიწყო საუბარი ბირთვულ დარტყმებზე.
ცოტა ხნის წინ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან არა მხოლოდ სთხოვა, არამედ “უკვე მოითხოვა”, რომ პუტინს მისთვის ბირთვული იარაღი მიეწოდებინა.
16 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი თითქოს უკვე მიტანილია ბელარუსის ტერიტორიაზე, თუმცა “ბელარუსის გაიუნმა” განაცხადა, რომ ამის ფაქტები არ არსებობს.