აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა.
როგორც CNN წერს, ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს თბილად მიესალმნენ.
შეხვედრის დაწყებამდე მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.
თეთრმა სახლმა ორ ქვეყნის დელეგაციების შეხვედრის დასაწყისი აჩვენა, სადაც ლიდერებმა გახსნის სიტყვა წარმოთქვეს, შემდეგ კი დახურული შეხვედრა დაიწყო.
“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და შეერთებულ შტატებს არ აქვთ უფლება ზურგი აქციონ ერთმანეთს, კონკურენცია არ უნდა გახდეს გაბატონებული ტენდენცია… მე მიმაჩნია, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები არის “ყველაზე მნიშვნელოვანი“ მთელი მსოფლიოში“, – განაცხადა სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას.
“ორი ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც არის ჩინეთი და შეერთებული შტატები, ერთმანეთისგან თავის დაღწევა არ არის არჩევანი… პლანეტა დედამიწა საკმარისად დიდია ორივე ქვეყნის წარმატებისთვის“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
თავის მხრივ, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისთვის “პატივი და სიამოვნება“ იყო ჩინეთის ლიდერის მასპინძლობა შეერთებულ შტატებში.
“ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს… მაგრამ ჩვენი შეხვედრები ყოველთვის იყო გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო“, – განაცხადა ბაიდენმა.