spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაიდენი – სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელის თავდაცვის უფლებას

“ჰამასის” თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ესაუბრა.

 

The New York Times-ის ცნობით, მან განაცხადა, რომ “გრძელი და მდგრადი ბრძოლა დასჭირდება, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს“.

 

საპასუხოდ, ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ისრაელის თავდაცვის უფლებას.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გმობს ჰამასის და მისი მოკავშირეების თავდასხმას ისრაელზე და სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყნის ხელისუფლებასა და ხალხს.

 

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს იმისათვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც საჭიროა “ჰამასის” თავდასხმებისგან თავის დასაცავად.

 

“ჰამასმა” ისრაელზე თავდასხმა დღეს გამთენიისას განახორციელა. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ომშია და ისრაელი აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი და დაშავებულია 1000-მდე ადამიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები