spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაიდენმა ევროკომისიის პრეზიდენტთან უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა განიხილა

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის მხარდაჭერაზე ესაუბრა.

 

“ლიდერებმა განიხილეს პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის ბოლო ვიზიტი პეკინში და მათი ერთობლივი ვალდებულება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი ვაჭრობის დაცვაზე.

 

პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა ასევე დაადასტურეს აშშ-ისა და ევროკავშირის ვალდებულება, უზრუნველყონ უკრაინის საჭირო ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარება.

 

ასევე, ლიდერებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვის, რომ კრემლმა რუსული აგრესიის საფასური გადაიხადოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები