spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის უფლებამოსილება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება აშშ-ის ხაზინას და სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა.

 

განკარგულების თანახმად, ბაიდენი აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენს და სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენს გადასცემს ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რომლებიც კანონის გარკვეული მუხლებით არის გათვალისწინებული “უკრაინელებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობისა და შესაძლებლობების აღსადგენად“.

 

ეს კანონი, რომელიც ადრე იქნა მიღებული შეერთებულ შტატებში, ითვალისწინებს, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის აღდგენის მიზნით.

 

21 ივლისს ბაიდენმა განაცხადა, რომ უარს ამბობს მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრაზე და მხარდაჭერას კამალა ჰარისს უცხადებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები