საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც 19 წლის ბაიკერის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
დაკავებულს ბრალი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს.
დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთა ემუქრება.