spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბახმუტი უნდა დავიცვათო, 200 იყვნენ შესული და ორი დაიღუპა, იქიდან გადაასვენეს ხარკოვის გმირთა სასაფლაოზე”

უკრაინაში 16 მარტს, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი დაიღუპა. 

 

ოჯახის ინფორმაციით, რომელიც დედოფლისწყაროში ცხოვრობს, ქართველი მებრძოლი ხარკოვის გმირთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

მათივე ცნობით, ვანო ჩოხელი, რომელიც სამხედრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი იყო, ბახმუტთან ბრძოლისას დაიღუპა. 

 

“ბახმუტი უნდა დავიცვათ, არ უნდა მივცეთ რუსეთსო, 200 იყვნენ შესული და ორი დაიღუპა, იქიდან გადაასვენეს ხარკოვის გმირთა სასაფლაოზე”, – აცხადებს დაღუპულის ბებია.

 

ახლობლების ინფორმაციით, ვანო ჩოხელი უკრაინის მოქალაქეც იყო და ამიტომ ის უკრაინაში დაკრძალეს.

 

უკრაინაში პუტინის ომს უკვე 39 ქართველი გმირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები