spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბაკურიანის განვითარების სააგენტო” დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით აწყობს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას, რომლის მიზანია ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, როგორც კეთილსაიმედო ადგილობრივი პარტნიორის პოზიციონირება, რეგიონში განვითარების პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობისთვის. შეხვედრა ითვალისწინებს ბაკურიანის განვითარების პერსპექტივების ერთობლივ განხილვას და მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯების შეთანხმებას. 

 

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდება 2022 წლის 4 ნოემბერს, 11:15 – 14:00, სასტუმრო კრისტალში, ბაკურიანში. 

 

ღონისძიებას დაესწრებიან განვითარების სექტორში ჩართული პარტნიორები – საქართველოს მთავრობა, დონორი საზოგადოება, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.   

 

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მიმდინარე პოლიტიკის განხორციელების პირველი უპრეცედენტო მაგალითია ქვეყნის მასშტაბით და რომელიც დგამს პირველ ნაბიჯებს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო დონორ საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, ევროპული და სხვა ქვეყნების საელჩოებსა და, ასევე, ადგილობრივ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით, იმედს იტოვებს, რომ ეს შეხვედრა შექმნის მდგრად საფუძველს სააგენტოს უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად და ბაკურიანის განვითარების მიზნებისთვის მყარი ფინანსური პორტფოლიოს შექმნაში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები