სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტომ საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითდონორთა საკოორდინაციო შეხვედრა – ბაკურიანის განვითარების პერსპექტივები გამართა.
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, ბაკურიანში, სასტუმრო “კრისტალში” გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, USAID – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, UNDP – გაეროს განვითარების პროგრამა, World Bank – მსოფლიო ბანკი, SDC – შვეიცარიის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, AFD – საფრანგეთისგანვითარების სააგენტო, IWAG – ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში, CIR – ცირკულარული ინიციატივების საგზაო რუკა, საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტო, საერთაშორისო არასამთავრობო მერსი ქორფსი (Mercy Corps), ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და USAID-ის („ზრდა“) და UNDP-ის („ენპარდი“) ფართომასშტაბიანი პროგრამების ბენეფიციარები რეგიონში.
შეხვედრა ოფიციალური მისასალმებელი სიტყვით გახსნეს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა ორჯონიკიძემ; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ოფისისადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ.
“შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე პრეზენტაცია ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, მიმდინარე პროექტების, არსებული გამოწვევებისა და განვითარების პოტენციური პროექტების შესახებ, რომელთა დასასრულს შეხვედრის მონაწილე დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს სააგენტოს მხარდაჭერის სურვილი კონკრეტული პროგრამების ფარგლებში. დონორი ორგანიზაციების უმეტესობა შეხვედრაზე წინასწარ მომზადებული კონკრეტული შემოთავაზებებით ჩავიდა. განიხილეს სინერგიისა და დონორთა ქმედებების კოორდინირების საკითხი ბაკურიანის განვითარების პერსპექტივებთან მიმართებაში. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად განიხილეს ბაკურიანის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად შეათანხმეს ქმედითი ნაბიჯები.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტომ, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მიმდინარე პოლიტიკისგანხორციელების პირველი უპრეცედენტო მაგალითია ქვეყნის მასშტაბით, გადადგა პირველი უმნიშვნელოვანესინაბიჯი ამ შეხვედრის ორგანიზებით. დონორთა საკოორდინაციო შეხვედრამ წარმატებით შეასრულა თავისი მისია დათანამშრომლობის მდგრადი საფუძველი შექმნა ბაკურიანის განვითარების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ ბაკურიანის განვითარების სააგენტოში.