spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

დატვირთული სეზონიდან გამომდინარე ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

“გზების წმენდისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად 00:00 – 06:00 საათებში ხორციელდება.

გზების გამტარუნარიანობის შემცირებას, ასევე, იწვევს საახალწლო დღეებში კურორტზე ჩამოსული ტურისტებისა და დამსვენებლების დიდი რაოდენობა, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბაკურიანში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დაბაში გადაადგილება მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული.

მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ავტომობილები არ დააყენოთ ნაგვის ურნების წინ, რათა არ შეფერხდეს სამუშაო პროცესი, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოათავსოთ ნაგვის ურნაში ან ურნასთან და არ დატოვოთ ქუჩაში”, – აცხადებენ ბაკურიანის განვითარების სააგენტოში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები