spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბაკურიანში თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში, ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე ბაკურიანმა მაღალი რანგის სატესტო ღონისძიებებს უნდა უმასპინძლოს, ამისთვის 19-20 თებერვალსა და 3-7 მარტს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  ეგიდით, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში,  ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს კომფორტული ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ. 

 

“მოგეხსენებათ, რომ თებერვალსა და მარტში ბაკურიანში ევროპის და მსოფლიოს თასის ეტაპები გაიმართება. ბაკურიანში ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივებს  ახალი  ავტობუსები მოემსახურებათ”, – განაცხადა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” 10 ახალი მიკროავტობუსი გასულ წელს გადასცეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები