spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები დეკემბერში საქართველოში ვიზიტს განიხილავენ

ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ.

6 დეკემბერს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები განიხილავენ შესაძლებლობას, დეკემბერში საქართველოს ეწვიონ.

მისივე თქმით, ბალტიის ქვეყნები ემხრობიან ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას.

“რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნები, არამედ მთელი ევროკავშირი, მით უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროპის პოლიტიკის გატარებას. ამიტომ ვემხრობი სანქციების დაწესებას ევროპულ დონეზე, მაგრამ თუ ევროკავშირი გამოაცხადებს სანქციებს და შემდეგ ამას ვერ განახორციელებს, ეს სანდოობის დაკარგვას გამოიწვევ, და ჩვენ ეს ნამდვილად არ გვსურს. მზად ვარ, რომ ეს საკითხი წამოვწიო ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები