spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბალტიისპირეთის ქვეყნები “ძალიან უკმაყოფილო” არიან, რომ ლონდონში უკრაინის შესახებ სამიტზე არ მიიწვიეს

ბალტიისპირეთის ქვეყნები “ძალიან უკმაყოფილონი არიან”, რომ ბრიტანეთმა არ მოიწვია მათი ლიდერები უკრაინის სამიტში. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი სამიტს არ დაესწრებიან, – ამის შესახებ Sky News წერს.

”ჩვენ ნამდვილად ძალიან უკმაყოფილო ვართ იმის გამო, რომ ბალტიისპირეთის ლიდერების მიწვეული არ არიან”, – აღნიშნა გამოცემის წყარომ.

წყაროს თქმით, მოწვეულთა შორის იყვნენ ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და პოლონეთის ლიდერები და აღნიშნა, რომ ჰელსინკიც და ვარშავაც საჯაროდ გამორიცხავდნენ უკრაინის საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებისთვის ჯარების მიწოდებას.

წყაროს თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს “გეგმა აქვთ… მაგრამ ისინი არ არიან მიწვეული”.

“ბალტიის სამივე ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია მშპ-ს პროცენტული მაჩვენებლის და შესაძლებლობების თვალსაზრისით. ყველა გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა წყარომ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კვირას, 2 მარტს უკრაინის საკითხზე სამიტს მასპინძლობს. ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიზნად ისახავს უკრაინისადმი საერთო და მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები