spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება 

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.

სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება.

ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობა გაძარცვეს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები შეიჭრნენ და დააზიანეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასადუზამან ხანის რეზიდენცია, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან კი მოსახლეობას ავეჯი გამოაქვს.

დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მუჯიბურის მემორიალურ მუზეუმს, რომელიც მოკლეს პრეზიდენტის პოსტზე 1975 წელს.

ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სილჰეტში დაწვეს კომისრის მოადგილისა და პოლიციის ზედამხედველის ოფისები.

ბანგლადეშში ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ ბანგლადეშის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბრიტანეთს სთხოვა თავშესაფარი.

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტური მოძრაობის ლიდერებმა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას გადადგომა და სამთავრობო სამსახურებში კვოტური სისტემის გაუქმება მოითხოვეს.

4 აგვისტოს დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დიდი არეულობა ბანგლადეშში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები