spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბატალიონ “დონბასის” ქართველი მოხალისე უკრაინაში გატაცების და ქვეყნიდან გაძევების დეტალებს იხსენებს

კიევი: უკრაინიდან დეპორტირებული ქართველი მოხალისე, ბატალიონ “დონბასის” მებრძოლი ვანო ნადირაძე თავისი გატაცების და საქართველოში დეპორტაციის და იმის შესახებ საუბრობს, რომ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ვალერი გელეტეი და ეროვნული პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე ვიაჩესლავ  აბროსკინი უსაფრთხოების სამსახურისთვის მისი გადაცემის მომენტს ესწრებოდნენ.

 

ნადირაძე და საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე – მამუკა აბაშიძე, ზურაბ ცინცაძე და “რუსთავი 2”-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი ოდესიდან ფოთში ბორნით ჩამოიყვანეს, თუმცა სახალხო დეპუტატი იური დერევიანკო აცხადებდა, რომ ოთხივე მათგანი უკრაინიდან ეროვნული გვარდიის თვითმფრინავით გაიყვანეს.

 

“კარვების ქალაქიდან ას მეტრში ყავის დასალევად გავედი, სამწუხაროდ, შეცდომა დავუშვი, პირადი დაცვა კარავში დავტოვე. მას შემდეგ, რაც ყავა დავლიე, შემოვარდა პირთა ჯგუფი – ჩემი აზრით, ეროვნული გვარდიის სპეციალური დანიშნულების დანაყოფი და ამიყვანეს”, – განუცხადა Front News-ს ნადირაძემ.

 

მისივე თქმით, აეროპორტისკენ გზაზე მას ეროვნული გვარდიის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგად გონება დაკარგა. 

 

“მათ სავარაუდოდ, შეეშინდათ, რომ ბატალიონი “დონბასი” მოვიდოდა, რის გამოც სხვა მიკროავტობუსში გადამსვეს და დამიწყეს უმოწყალოდ ცემა. ხელებზე ბორკილები მქონდა, მე შაქრიანი დიაბეტი მაქვს და გონება დავკარგე, ალბათ, იმის გამო, რომ შაქრის დონე დაეცა. როდესაც თვალები გავახილე, აეროპორტთან ახლოს აღმოვჩნდი, თუმცა დღემდე არ ვიცი რომელი აეროპორტი იყო”, – განაცხადა ნადირაძემ.

 

მისივე თქმით, აეროდრომში იყვნენ ექიმები, რომლებმაც ნადირაძეს დახმარება აღმოუჩინეს, მისცეს ინსულინის დოზა, რომ სისხლში შაქრის დონე დარეგულირებულიყო.

 

“იქ იყვნენ ექიმები, როდესაც გონს მოვედი, ვუთხარი, რომ დიაბეტი მაქვს და ინსულინი მომცეს. როდესაც კარი გაიღო მე დავინახე გალეტეი და აბროსკინი. აეროპორტში იდგა ორი ვერტმფრენი და შენობა. იქ იყო “ალფა”. გელეტეი და აბროსკინი შემთხვევით დავინახე, ძალიან გამიკვირდა მათი იქ დანახვა. გავიგონე, როგორ ამბობდა სპეცრაზმელი, რომ “ბამბუკი 1″ მოვიდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ჯერ გელეტეი, შემდეგ აბროსკინი”, – აღნიშნა ნადირაძემ.

 

მისივე თქმით, მას ფიზიკურად ეროვნული გვარდიის თანამშრომლები გაუსწორდნენ.

 

“როდესაც ბორკილები მომხსნეს და უსაფრთხოების სამსახურს გამდასცეს, მათ თავისი ბორკილი გამიკეთეს და გავიგონე როგორ თქვეს: “ეს მოხსენი, გვარდიისაა”, ზუსტად ასე თქვეს”, – აღნიშნა მან.

 

როგორც მოხალისე ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების “ალფას” თანამშრომელმა მას უთხრა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და გაძევებულია უკრაინიდან სამი წლით.

 

“მითხრეს, რომ რაღაც დოკუმენტზე ხელი უნდა მომეწერა. მე ვუთხარი: როგორ? თვალები ახვეული მაქვს და ხელზე ბორკილები. თუმცა ისედაც ხელს არ მოვაწერ, რადგან მე მაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრამდე ჩემი დეპორტაცია არ შეიძლება”, – განაცხადა ნადირაძემ.

 

მისივე თქმით, 15 წუთის შემდეგ ის ვერტმფრენში ჩასვეს და იატაკზე ბორკილით მიაბეს, სწორედ ასეთ მდგომარეობაში 5 საათის შემდეგ ის ოდესაში აღმოჩნდა, სადაც ჯერ ერთ ავტომანქანაში ჩასვეს, შემდეგ მეორეში.

 

“მთელი ამ დროის განმავლობაში თვალები ახვეული მქონდა. როდესაც სახვევი მომხსნეს, აღმოჩნდა, რომ ვიყავი გემზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ზურაბ ცინცაძე, მამუკა აბაშიძე და “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტი. ჩვენ საქართველომდე 50-მდე სპეცრაზმელი გვიცავდა. არაფერს გვაძლევდნენ, გადააგდეს ჩემი პასპორტი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის გასაღები, ქურთუკი, თანხა. თითქმის შიშველი გამიშვეს – ერთი პერანგით და შარვლით”, – განაცხადა ნადირაძემ.

 

მისივე თქმით, ბორანი საქართველოში სამ დღეში ჩავიდა. 

 

“ამ დროის განმავლობაში არაფერს ამბობდნენ, თუმცა ვიცოდი, რომ საქართველოში მივდიოდით, რადგან ბორანზე ვიყავით. ჩემთან ერთად იყო ზურაბ ცინცაძე, რომელმაც მითხრა, რომ აბაშიძესა და შავშიშვილთან ერთად იყო, როდესაც დააკავეს. კარი ჟურნალისტმა გააღო, რომელსაც დაარტყეს და ცხვირი გაუტეხეს. შემდეგ სადღაც 30-40 ადამიანი სახლში შეიჭრა და ისინი აიყვანეს. ასევე შიშვლები, ზურაბი მხოლოდ სპორტულებით იყო”, – განუცხადა ნადირაძემ Front News-ს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები