spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუ ქუთელია – აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი სისულელეა, რომ ერთმანეთს დააბალანსებენ

მომისმენია, ზოგიერთს აჯერებენ იმით, რომ ჩინეთით აპირებს ბიძინა ივანიშვილი დააბალანსოს რუსეთის გავლენა – ტყუილია, ამ ორი დიდი ავტორიტარი ქვეყნის ინტერესი საქართველოში ტაქტიკურად მაინც ემთხვევა ერთმანეთს, – ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

 

“მომისმენია, ზოგიერთს აჯერებენ იმით, რომ ჩინეთით აპირებს ბიძინა ივანიშვილი დააბალანსოს რუსეთის გავლენა – ტყუილია, ამ ორი დიდი ავტორიტარი ქვეყნის ინტერესი საქართველოში ტაქტიკურად მაინც ემთხვევა ერთმანეთს და აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი სისულელეა, რომ ერთმანეთს დააბალანსებენ. 

 

აბსურდამდე მიდის ეს ყველაფერი ჩვენი ლოგიკით, მაგრამ იმ სქემით და იმ პროპაგანდის მექანიზმით, რაც მათ ააწყვეს, სამწუხაროდ, ყველა სეგმენტზე გავლენა აქვთ, ეს ძალიან ძლიერი იარაღია და ამას სჭირდება არა თუ უბრალოდ გამოაშკარავება და წინააღმდეგობის გაწევა, არამედ პირიქით – პროაქტიური უკან მიწოლა. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს, იპოვოს ამის გაკეთების რეცეპტი.

 

ჩვენთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ “ოცნების” ანტიდასავლური ქმედებების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ის, რომ დასავლურმა სამყარომ დაიწყო მთლიანად გადახედვა საქართველოს პოლიტიკის”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები